ჩინეთის პარლამენტმა დაამტკიცა ხუთწლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმირებას, სოფლის მეურნეობისაგან მიღებული შემოსავლების ზრდას და სოციალური კეთილდღეობის ამაღლებას. პეკინში გამართული ათდღიანი სესიის ბოლოს საკანონმდებლო პროექტს მხარი დაუჭირა ლამის 3 000-მა დეპუტატმა. უფრო ადრე, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ვენ ჟიბაომ, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წელი იქნება გადამწყვეტი, რომელმაც „ეკონომიკური მდგომარეობის დაჩქარებული ტრანსფორმირება“ უნდა უზრუნველყოს.
ყველაზე პოპულარული
1