Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპარსეთის ყურის სამხედრო ძალები ბაჰრეინში შევიდნენ


სპარსეთის ყურის ქვეყნების სამხედრო ნაწილები ბაჰრეინში ბოლო პერიოდის არეულობის გამო ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ. საუდის არაბეთის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, ჯარები გააგზავნა ყურის თანამშრომლობის საბჭომ, რომელშიც ექვსი სახელმწიფო შედის. საბჭოს ჯარები დაიცავენ მნიშვნელოვან ობიექტებს ამ ქვეყანაში, რომელიც აშშ-ის მეხუთე საზღვაო ფლოტს მასპინძლობს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, თავშეკავება გამოიჩინონ და ბაჰრეინის მოსახლეობის უფლებებს პატივის სცენ. ბაჰრეინში არეულობა დაიწყო გასულ თვეში, რაც განაპირობა ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარმა მოვლენებმა. ბაჰრეინის შიიტ მუსლიმანთა უმრავლესობა აცხადებს, რომ დისკრიმინაციას განიცდის მმართველი სუნიტური უმცირესობისაგან, რომლის სათავეშიც სამეფო ოჯახი დგას. ამ სპარსეთის ყურის საბჭოში ბაჰრეინის გარდა გაერთიანებულნი არიან საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო, კუვეიტი, ყატარი და ომანი.
XS
SM
MD
LG