Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გაათავისუფლეს მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ლაჰორის სასამართლომ გაათავისუფლა ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი მამაკაცი - რეიმონდ დევისი, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობს შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსთან. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ორივე მსხვერპლის ოჯახები ფულად კომპენსაციაზე შეუთანხმდნენ დევისს მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას მკვლელობების ბრალდება წაუყენა. 36 წლის დევისმა იანვრის ბოლოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ორი პაკისტანელი, როგორც დევისი აცხადებს, შეიარაღებული ძარცვის მცდელობისას. დევისი ირწმუნება, რომ თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. ამერიკელი ოფიციალური პირები კი მიუთითებდენენ, რომ დევისი დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, რის გამოც მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. დევისის საქმემ მწვავე დაძაბულობა გამოიწვია ამერიკის ურთიერთობაში პაკისტანთან, რომელიც ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა ტერორიზმის წინააღმდეგ ომში.
XS
SM
MD
LG