Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ლიბიის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობს


ლიბიაში ფრენისათვის აკრძალულ ზონად გამოცხადების მომხრეები ცდილობენ, ასეთ გადაწყვეტილებაზე დაიყოლიონ გაეროს უშიშროების საბჭო. ფრენისათვის აკრძალული ზონის ყველაზე აქტიური მომხრეები არიან საფრანგეთი და ბრიტანეთი, მათ მხარდაჭერას უცხადებს შეერთებული შტატები. მათი ძალისხმევის ფონს ქმნის ცნობები, რომელთა თანახმადაც ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარები სულ უფრო უახლოვდებიან მეამბოხეების მთავარ დასაყრდენს, ქალაქ ბენღაზის. ნატოს შეფასებით, ჯერ არ არის დაგვიანებული ლიბიაში ინტერვენცია, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება გაერომ უნდა დაამტკიცოს. ამ შინარსის განცხადება დღეს ვარშავაში გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა. ლიბიის ლიდერის ჯარები საპასუხო დარტყმით იმუქრებიან, უცხოელების სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში. დღეს კადაფის ჯარებმა ბენღაზი დაბომბეს. იუწყებიან, რომ ქალაქს ტანკებიც უახლოვდება.
XS
SM
MD
LG