გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ლიბიის საჰაერო სივრცეში შეიქმნება ფრენისთვის აკრძალული ზონა. საბჭოს 15 წევრიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ათმა. ხუთმა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის რუსეთმა, ჩინეთმა და გერმანიამ. დღესვე, უფრო ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ ლიბიის დიქტატორის, მუამარ კადაფის მომხრეები მიადგნენ ბენღაზის - ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე, ოპოზიციის მთავარ ბასტიონს. ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.
ყველაზე პოპულარული
1