Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო გაეროს რეზოლუციის შესასრულებლად ემზადება


ნატოში შემავალი სახელმწიფოები და სხვა ქვეყნები განიხილავენ გზებს, თუ როგორ შესრულდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ლიბიის თაობაზე. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ლიბიის საჰაერო სივრცეში შეიქმნება ფრენისთვის აკრძალული ზონა. საბჭოს 15 წევრიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ათმა. ხუთმა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის რუსეთმა, ჩინეთმა და გერმანიამ. რეზოლუცია უფლებამოსილებას აძლევს საერთაშორისო თანამეგობრობას გამოიყენენ „ყველა ზომა“ კადაფის მომხრე სამხედრო ძალების თავადასხმებისაგან სამოქალაქო პირების დასაცავად. ამასთან რეზოლუცია გამორიცხავს საერთაშორისო სამხედრო ძალის შეყვანას ლიბიის ტერიტორიაზე. ნატის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ალიანსის ელჩები დღეს იმსჯელებენ იმაზე, თუ ქმედებებს განახორციელებს ნატოს გაეროს რეზულოციის კვალობაზე.
XS
SM
MD
LG