Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ავიაციამ ლიბიაში ცეცხლი გახსნა


საფრანგეთის თანახმად, მისმა საჰაერო ძალებმა ლიბიაში ცეცხლი გაუხსნეს სამხედრო მანქანას. ეს იყო პირველი დარტყმა მას მერე, რაც სამხედრო აქცია დაიწყო ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრე ჯარების წინააღმდეგ. საფრანგეთის თქმით, ოპრეციაში მისი 20 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობს ბენღაზის არეალში, სადაც მეამბოხეები არიან გამაგრებული. საფრანგეთის ძალებს მალე შეუერთდება სხვა ქვეყნების სამხედრო ავიაცია და საზღვაო ფლოტი. დასავლეთის და არაბული ქვეყნების ლიდერებმა დღეს მოილაპარაკეს კადაფის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების შესახებ. ეს მოჰყვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც წერია, ლიბიის მოქალაქეების დასახმარებლად „ყველა ზომა იქნება გამოყენებული. ლიბიიდან იუწყებიან, რომ კადაფის არმია არტილერიით და ტანკებით უტევს ბენღაზის.
XS
SM
MD
LG