Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის განცხადებით, ლიბიაში ფრენის აკრძალვა მოქმედებს


საერთაშორისო კოალიციამ მეორე ღამითაც განახორციელა საჰაერო დარტყმები ლიბიაში ფრენისთვის აკრძალული ზონისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად. მიზანია, არ დაუშვან ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარების იერიშები ოპოზიციის მომხრეებზე, რომლებიც კადაფის გადადგომას მოითხოვენ. შეერთებული შტატების განცხადებით, ლიბიაში ფრენის აკრძალვა უკვე მოქმედებს. აშშ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, კანადასთან და ზოგ სხვა ქვეყანასთან ერთად ახორციელებს სამხედრო-საჰაერო ოპერაციებს. გავრცელებული ინფორმაციით, კვირას აფეთქებებმა შეარყია დედაქალაქი ტრიპოლი. მმართველი რეჟიმის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მძიმედ დაზიანდა კადაფის რეზიდენცია, როგორც ჩანს, სარაკეტო იერიშის შედეგად. ცნობილი არ არის, სად იმყოფებოდა თვით კადაფი სარაკეტო იერიშის დროს.
XS
SM
MD
LG