Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი „მიუღებელს“ უწოდებს პუტინის განცხადებას ლიბიაზე


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა „მიუღებელი“ უწოდა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიერ დღეს უფრო ადრე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის ეხება. პუტინმა, კერძოდ, შუასაუკუნოვანი ჯვაროსნული ომისაკენ მოწოდებას შეადარა გაეროს უშიშრეობის საბჭოს რეზოლუცია ლიბიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ. მედვედევმა ეს შედარება გააკრიტიკა, როცა განაცხადა, რომ მიუღებელია გამონათქვამები, რომლებიც ცივილიზაციათა შორის დაპირისპირებაზე მიანიშნებს. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა აგრეთვე, რომ მართებულად მიაჩნია გაეროს რეზოლუცია ლიბიის შესახებ. რუსეთი, მედვედევის განმარტებით, არ მიიღებს მონაწილეობას ლიბიაში საერთაშორისო კოალიციის ოპერაციაში, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, შაუამავლის როლს შეასრულებს.
XS
SM
MD
LG