Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პროტესტს იწვევს განათლების დაფინანსების შეკვეცა


ათასობით უკრაინელმა პედაგოგმა დღეს პროტესტი გამოთქვა განათლების დაფინანსების მკვეთრად შეკვეცის გამო. 6000-ზე მეტი მასწავლებელი შეიკრიბა კიევის ცენტრში, მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგებით. მათგან ასობით ადამიანმა რამდენიმე წუთით დაბლოკა პროსპექტი, რომლითაც ხშირად სარგებლობენ მთავრობის წევრები, ვიდრე დემონსტრანტებს პოლიცია აიძულებდა ისევ ტროტუარებზე ასვლას. პოლიციის განცხადებით, არავინ დაუკავებიათ. უკვე მეორე დღეა, იმართება დემონსტრაცია პრემიერ-მინისტრ მიკოლა აზაროვის მხარდაჭერით შემუშავებული გეგმის გამო, შეიკვეცოს ბიუჯეტის დეფიციტი, ნაწილობრივ, განათლების დაფინანსების შემცირებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტის შეკვეცას აყენებს მთავარ პირობად კიევისთვის მორიგი კრედიტის გამოსაყოფად.
XS
SM
MD
LG