Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თვითმფრინავებმა ღაზა დაბომბეს


ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა დღეს დაბომბეს ობიექტები ქალაქ ღაზაში მას შედეგ, რაც პალესტინელმა ექსტრემისტებმა რაკეტები დაუშინეს სამხრეთ ისრაელს. ექსტრემისტების იერიში მიმართული იყო ქალაქების ბეერშებას და აშდოდის წინააღმდეგ. დაიჭრა ისრაელის ერთი ჯარისკაცი. ხოლო ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, როგორც ექსტრემისტების ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადი" აცხადებს, დაიღუპა მათი, სულ ცოტა, ერთი მებრძოლი. ექსტრემისტების თქმით, ისრაელზე დღევანდელი იერიშით შური იძიეს ღაზის სექტორში ისრაელის ჯარების გუშინდელი თავდასხმისას ექსტრემისტების და სამოქალაქო პირების დახოცვის გამო.
XS
SM
MD
LG