Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გილაურმა მალაიზიის პრემიერ-მინისტრს მიმართა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მალაიზიის პრემიერ-მინისტრს სთხოვს, ნარკოტრეფიკის ბრალდებით შარშან, ოქტომბერში დაკავებული ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის გათავისუფლებას. ნიკა გილაურის წერილის შინაარსი მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკო მჭედლიშვილმა, ჟურნალისტებს თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მალაიზიელ კოლეგას განუმარტავს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნით, კოხტაშვილი და გორდაძე არ იყვნენ ინფორმირებულნი ნარკოტიკების გადატანის შესახებ, მისი ორგანიზატორი ელდარ დავითიანი კი, ამჟამად დაპატიმრებულია. „გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმის ჰუმანიტარული ასპექტი და ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოთ, რაც მწამს, რომ კანონისა და მორალის თვალსაზრისით ყველაზე მართებული გადაწყვეტილება იქნება", - ნათქვამია მალაიზიის პრემიერ-მინისტრისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილში.
XS
SM
MD
LG