Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორში


ისრაელმა მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორზე, რასაც წინ უსწრებდა პალესტინელი ექსტრემისტების სარაკეტო იერიში სამხრეთ ისრაელზე. დღევანდელი საჰაერო დარტყმები, ისრაელის განცხადებით, მიმართული იყო ექსტრემისტების საწვრთნელი მოედნებისა და სხვა ობიექტების წინააღმდეგ. ისრაელის იერიშს წინ უსწრებდა გუშინ დანაღმული ავტომანქანის აფეთქება იერუსალიმის ავტობუსის სდგურზე, რის შედეგადაც, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 20-ზე მეტი. ისრაელის ხელისუფლება პალესტინელ ექსტრემისტებს ადანაშაულებს აფეთქებაში, რომელიც ბოლო წლების პირველი ასეთი ინციდენტია იერუსალიმში. აფეთქების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ ორივე მხარემ ყველა ღონე უნდა იხმაროს საიმისოდ, რომ თავიდან აიცილოს ძალადობა და სამოქალაქო მსხვერპლი როგორც ისრაელის, ისე პალესტინელების მხარეზე. მისივე თქმით, ისრაელისათვის აუცილებელი იყო საპასუხო ზომების მიღება. დღეს ისრაელში ჩავიდა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი, სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG