Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გმობს „ბარბაროსულ“ ზომებს სირიაში


შეერთებულმა შტატებმა დღეს დაგმო „ბარბაროსული ზომები“, რომლებსაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა მიმართავს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა კრიტიკა გამოთქვა ცნობების გამო, რომლებიც ეხება სირიის არმიის ოპერაციას ქალაქ დერააში, იქ ახალგაზრდა მამაკაცების დაპატიმრებას, ისევე როგორც ელექტრომომარაგებისა და კომუნიკაციების შეწყვეტას. ამასობაში აქტივისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია სირიის უშიშროების ძალების ქალაქ ბანიასში შეჭრის შესახებ. გასულ კვირაში ხელისუფლებამ ტანკები და ჯარისკაცები გაგზავნა სამხრეთში მდებარე ქალაქ დერააში, სადაც 18 მარტიდან დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები. აქტივისტების თქმით, დაპატიმრების ტალღა სირიაში სამშაბათსაც გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG