Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალ-ყაიდა” ამერიკაში ტერაქტების სერიას გეგმავდა


”ალ-ყაიდის” ტერორისტები აშშ-ის ტერიტორიაზე რამდენიმე ტერორისტულ აქტს ამზადებდა სხვადასხვა თარიღებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი გეგმა იყო სარკინიგზო ტრანსპორტის აფეთქება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მეათე წლისთავზე. ამერიკული სპეცსამსახურების ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ უსამა ბინ ლადენის სახლში აღმოაჩინეს. მათვე განაცხადეს, რომ ეს გეგმები გასული წლის თებერვალში მუსავდებოდა და ჯერ-ჯერობით არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გრძელდებოდა თუ არა ტერაქტების მომხადება.
XS
SM
MD
LG