Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა


სირიაში ათათასობით ადამიანი მონაწილეობდა ანტისამთავრობო დემონსტრაციებში, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტ ალ-ასადის გადადგომას მოითხოვდნენ. თვითმხილველთა ცნობით, დედაქალაქ დამასკოში სირიის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუსხნეს დემონსტრანტებს. მსხვერპლზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. რამდენიმეათასიანი გაიმოსვლები იყო ქალაქ ბანიასში და ქურთულ რეგიონში. სამხრეთის ქალაქ დარააში, სადაც მთავრობამ 11-დღიანი სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ გამოაცხადა ხუთშაბათს, მკვიდრთა ცნობით, ჯარი კვლავ ქუჩებშია. ბოლო კვირებში მთავრობის ჯარმა არაერთხელ გაუხსნა ცეცხლი დემონსტრანტებს, დახოცილთა რიცხვი 560-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG