Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინის მეფემ საგანგებო მდგომარეობა გააუქმა


ბაჰრეინის მეფემ, ჰამადმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა, 1 ივნისიდან გაუქმდება. 15 მარტს შიიტი აქტვისტების აქციების საპასუხოდ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა არმიას აძლევდა უფლებას, „უზრუნველეყო უსაფრთხოება ყველა საშუალებით“. დემონსტრანტების განდევნაში (ბევრი მათგანი მონარქიის დამხობას ითხოვდა), მონაწილეობდა საუდის არაბეთის არმია. შეტაკებების დროს დაიღუპა სულ მცირე, 30 ადამიანი. დღეს სუნიტური მონარქიის დამხობის მცდელობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს 21 პოლიტიკურ აქტივისტს.
XS
SM
MD
LG