Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში პატიმრობა მიუსაჯეს ტურიზმის ყოფილ მინისტრს


ეგვიპტეში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ტურიზმის ყოფილ მინისტრ ზუჰეირ გარანას, კორუფციაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. სასამართლომ დაადგინა, რომ გარანას თანხმობით, მეტად დაბალ ფასებში გაიყიდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწები, რომელთა ღირებულებაც სინამდვილეში მილიონობით დოლარს შეადგენდა. გარანა ეგვიპტეში კორუფციის ბრალდებით გასამართლებული უკვე მეორე მინისტრია მას შემდეგ, რაც საპროტესტო გამოსვლებმა პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი აიძულა, გადამდგარიყო. ეს წელს, 11 თებერვალს მოხდა. გასულ კვირაში სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ჰაბიბ ალ-ადლის. კორუმპირებული ოფიციალური პირების, მათ შორის მუბარაქის გასამართლება ეგვიპტეში დემონსტრაციების მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მიმდინარეობის გამოძიება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში მუბარაქის ბრალდების საფუძველზეც.
XS
SM
MD
LG