Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილი აშშ-ს აკრიტიკებს


აშშ-ის ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერით საქართველოში დემოკრატიას ასამარებს, - ამის შესახებ „ქართული პარტიის“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს საღამოს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. როგორც პარიზიდან განაცხადა ოქრუაშვილმა, „ქართული პარტია“ 16 მაისს ამერიკის საელჩოსთან ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ პროტესტი გამოხატონ. „ჩვენ ვაპირებთ მათ პირდაპირ ვუთხრათ, რომ ამ რეჟიმის მხარდაჭერით ისინი ასამარებენ დემოკრატიას საქართველოში. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას“, - განაცხადა ოქრუაშვილმა. მისივე თქმით, „ქართული პარტია“ მასშტაბური ბრძოლისათვის ემზადება, რაც პროცესების ყველაზე რთული სცენარით განვითარებასაც ითვალისწინებს. „ჩვენ ამოვდივართ ყველაზე რთული სცენარიდან, ვითვალისწინებთ ყველაზე რთულ განვითარებას პროცესების, თუმცა, მიგვაჩნია, რომ საქმე აქამდე არ მივა. მხოლოდ ხალხის ერთად დგომით იქნება შესაძლებელი, რომ პროცესების ესკალაცია თავიდან ავიცილოთ. ეს არ არის ისეთი თამაში, რომელიც ვარდის ფურცლებით არის მოფენილი და ეკლებზე გავლა არ მოგვიწევს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
XS
SM
MD
LG