Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას განიხილავს


აშშ-ის სენატს დასამტკიცებლად წარედგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდებს, მისი შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს. დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორების ჯინ შაჰინისა და ლინდსი გრეჰემის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებადაა მოხსენიებული. ამავე პროექტში ”დე ფაქტო”-ს ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ”მაკონტროლებელი ძალაუფლება”, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებისადმი საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტიც შეიცავს.
XS
SM
MD
LG