სირიაში უფლებადამცველებისა და თვითმხილველების განცხადებით, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ჰომსში, რომელსაც ჭურვები დაუშინეს სირიის უშიშროების ძალებმა. სროლის ხმა ისმოდა თვით ჰომსიდანაც, რომელიც სიდიდით მესამე ქალაქია სირიაში და, ამავე დროს, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ეპიცენტრი. სირიაში მარტის შუა რიცხვებში დაიწყო დემონსტრაციები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ავტორიტარული რეჟიმისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. უფლებადამცველების მონაცემებით, 800-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალები ამოქმედდნენ საპროტესტო გამოსვლებისათვის ბოლოს მოსაღებად. დაპატიმრებულია ასობით აქტივისტი. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა დღეს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ისევ მოუწოდა სირიის ხელისუფლებას, ანგარიში გაუწიოს დემონსტრანტების მოთხოვნებს. ევროკავშირმა სანქციები შემოიღო 13 სირიელი ოფიციალური პირის, მათ შორის პრეზიდენტის ძმის წინააღმდეგ.
ყველაზე პოპულარული
1