Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში პატიმრობა მიუსაჯეს ექვს ოპოზიციონერს


ბელორუსიაში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ექვს ოპოზიციონერს, რომლებიც ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობდნენ გასული წლის მიწურულს. სასამართლომ ექვსი მამაკაცი დამნაშავედ სცნო 19 დეკემბერს უკანონო თავყრილობაში მონაწილეობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში მასობრივი დემონსტრაციებისას, რომლებიც მიმართული იყო ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს მორიგი ვადით გამარჯვების წინააღმდეგ. მათთვის გამოტანილი განაჩენებიდან ყველაზე ხანგრძლივია სამნახევარი წლით პატიმრობა. ამჟამად სასამართლო განიხილავს ოპოზიციის კიდევ 20 აქტივისტის საქმეებს, დემონსტრაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG