Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება


80 ადამიანამდე გაიზარდა პაკისტანში ტერორისტული იერიშის შედეგად დაღუპულთ რაოდენობა. აფეთქება ორმა თვითმკვლელმა მოირიშემ განახორციელა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სამხედრო-საწვრთნელ ცენტრში. პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილია ათობით ადამიანი. დაღუპულთ უმრავლესობა რეკრუტები არიან. აფეთქება ავღანეთის საზღვართან მდებარ ქალაქ შაბქადარში მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანის თალიბებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ იერიში ჩაფიქრებული იყო როგორც შურისძიება ამერიკის სპეცრაზმის მიერ ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის გამო.
XS
SM
MD
LG