Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სპეც-სამსახურები დოკუ უმაროვის საქართველოში ყოფნას ვარაუდობენ


რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ ქვეყნის ნომერ პირველ ტერორისტად მიჩნეული დოკუ უმაროვი შესაძლოა, საქართველოში, ან თურქეთში იმალებოდეს - ამის შესახებ რამდენიმე რუსული გაზეთი და ინტერნეტ-გამოცემა იუწყება. კერძოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩეჩნეთის სამმართველოში ვარაუდობენ, რომ უმაროვი, რომელიც მარტში, ინგუშეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას გადაურჩა, ამჟამად თურქეთში იმყოფება. ამ ვერსიას არ იზიარებს ამავე სამსახურის ინგუშეთის სამმართველო, რომელიც დოკუ უმაროვის თავშესაფრად საქართველოს, კონკრეტულად პანკისის ხეობას მიიჩნევს. ამასთან, სააგენტო ინტერფაქსი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით დღეს იუწყება, რომ არსებული ოპერატიული მონაცემებით, უმაროვი კვლავ ჩრდილეოთ კავკასიაშია და ახლახან ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ უცხოურ რადიოსადგურს.
XS
SM
MD
LG