Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დღეს აშშ-ის სენატორი ჩადის


აშშ-ის სენატორმა, ჯონ კერიმ მოლაპარაკება გამართა ავღანეთის პრეზიდენტთან, ჰამიდ კარზაისთან. კერიმ, როცა ბინ ლადენის სიკვდილის თაობაზე კომენტარს აკეთებდა, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ გაფართოვდა იმ ისლამისტების შესაძლებლობა, რომლებსაც იარაღის დაყრა სურთ.
დღეს კერი პაკისტანს ეწვევა. ის პირველი ამ რანგის ოფიციალური პირი იქნება, რომელიც ამ ქვეყანაში ჩადის იქ ალ ყაიდის ლიდერის, ბინ ლადენის მიმართ აშშ-ის არმიის მიერ განხორცილებული ოპერაციის შემდეგ. ცნობით, კერი, რომელიც სენატს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, შეხვდება პაკისტანის პრეზიდენტს ზარდარის, პრემიერ გილანის და სხვა ლიდერებს. ვიზიტის ტარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაცივების პერიოდში, რაც აშშ-ის მიერ მოწყობილ ცალმხრივ სამხედრო ოპერაციამ მოიტანა. კერის ვიზიტის მიზანია ამ თვეში, რეგიონში, სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის სტუმრობის მომზადებაც.
XS
SM
MD
LG