ნიუ-იორკში სასამართლოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი დომინიკ სტროს-კანი ციხეში უნდა დარჩეს, სულ ცოტა, შემდეგ მოსმენამდე სასამართლოში, რომლის წინაშეც ის სექსუალური ძალადობის ბრალდებით წარდგა. მოსამართლე მელისა ჯეკსონის განმარტებით, ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩეს მისი „გაქცევის საფრთხის“ გამო. სტროს-კანს ბრალად აქვს წაყენებული ნიუ-იორკის ფეშენებელურ სასტუმროში მოსამსახურე ქალის გაუპატიურების მცდელობა. ინციდენტი შაბათს მოხდა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სტროს-კანს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის, ადვოკატის განცხადებით, ყველა ბრალდებას უარყოფს. 20 მაისს დომინიკ სტროს-კანი ისევ წარდგება სასამართლოს წინაშე.
ყველაზე პოპულარული
1