თალიბანი უარყოფს, რომ ჩართულია აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებაში, რომლის მიზანიცაა ავღანეთში კონფლიქტის მოგვარება. განცხადებაში, რომელიც თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა გააკეთა, „უსაფუძვლო ჭორებს“ უწოდებენ ცნობებს პირდაპირი კონტაქტის და მოლაპარაკების თაობაზე. სამშაბათს გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ და სხვა მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ შეერთებული შტატები ააქტიურებს პირდაპირ კონტაქტს თალიბანთან და რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელი ბოლო ხანს დაესწრო სამ შეხვედრას თალიბანის წარმომადგენელთან, რომელიც თალიბანის ლიდერ მოლა ომართან დაახლოებულ პირთან ითვლება. სამშაბათსვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა უარი თქვა ამ ცნობის კომენტირებაზე.
ყველაზე პოპულარული
1