ისრაელის განცხადებით, რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა სამხედრო ატაშე, რომელიც მოსკოვში ისრაელის საელჩოში მუშაობდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს „დაუსაბუთებელს“ უწოდებს. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებული პირი ისრაელში დაკითხეს მისმა სამხედრო ხელმძღვანელებმა და უშიშროების უწყების თანამშრომლებმა, რის საფუძველზეც დაადგინეს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები უსაფუძლოა.
ყველაზე პოპულარული
1