Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ევროპისა და მისი სამეზობლოს დემოკრატიზაციაზე მსჯელობენ


თბილისში გაიხსნა დემოკრატიათა თანამეგობრობის ორდღიანი საპარლამენტო ფორუმი, რომლის მონაწილენი ევროპისა და მისი სამეზობლოს დემოკრატიზაციაზე მსჯელობენ. შეხვედრაში, რომელიც საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტმა ემანუელ ზინგერისმა გახსნა, საქართველოს გარდა, სომხეთის, რუსეთის, აშშ-ისa და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. დღეს ფორუმზე მოხსენებით წარდგა ევროპარლამენტის პრეზიდენტი იეჟი ბუზეკი, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიზაციაზე ისაუბრა.
XS
SM
MD
LG