Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის „ჯაშუში“ აგროვებდა ინფორმაციას არაბებთან რუსეთის იარაღით ვაჭრობაზე


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ისრაელის სამხედრო ატაშე ვადიმ ლაიდერმანი, რომელიც ამ კვირაში გააძევეს მოსკოვიდან ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე, ცდილობდა, მოეგროვებინა არაბულ ქვეყნებთან რუსეთის იარაღით ვაჭრობის შესახებ კონტრაქტების დეტალები. ლაიდერმანის გაძევებას ისრაელში პროტესტი მოჰყვა და ბოლო თითქმის 20 წლის მანძილზე პირველი ასეთი ინციდენტია ისრაელსა და რუსეთს შორის. ინფორმაცია ლაიდერმანის გაძევების შესახებ თავდაპირველად ისრაელში გავრცელდა, დღეს კი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვს სურდა, „კეთილი ნების“ ნიშნად, საჯაროდ არ გაემხილა გაძევების შესახებ ცნობა. რუსეთსა და ისრაელს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა, რუსეთი იმავე დროს არის იარაღით არაბული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი.
XS
SM
MD
LG