აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ვაშინგტონში შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. მათი მოლაპარაკების ფონს ჰქმნის ობამას გუშინდელი გამოსვლა ახლო აღმოსავლეთის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკაზე - გამოსვლა, რომელშიც ობამამ მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინელების სახელმწიფოს შექმნას საზღვრებში, რომლებიც არსებობდა 1967 წლის ომამდე, ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის დაპყრობამდე. ნეთანიაჰუმ უმალვე უარყო ობამას წინადადება, მიუთითა რა ისრაელის „დაუცველად“ დარჩენის საფრთხეზე. პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კი დადებითად გამოეხმაურა ობამას ძალისხმევას, განახლდეს ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც შარშან შეწყდა.
ყველაზე პოპულარული
1