Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, ხოსტში მეამბოხეთა თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთის პროვინცია ხოსტში მეამბოხეების მიერ სამთავრობო შენობის ხელში ჩაგდების მცდელობისას მოკლულია სულ ცოტა ხუთი ადამიანი. შენობის შტურმი, რომელიც გარიჟრაჟზე განხორციელდა, რამდენიმე საათს მიმდინარებდა, იტყობინება ადგილობრივი სამხედრო მეთაური, გენერალი რაზ მოჰამადი. მისი თქმით, ზოგიერთ ექსტრემისტს თვითმკვლელის ქამრები ჰქონდა ტანზე. თავდასხმისთვის პასუხსიმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG