Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სირიის და ირანის მიმართ სანქციებს გაამკაცრებს


ევროკავშირმა სირიის მმართველს, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს სანქციები დაუწესა ანტისამთავრობო გამოსვლების სისხლში ჩახშობის გამო. ბრიუსელში შეკრებილმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ამასთან, მიაღწიეს შეთანხმებას ირანისთვის სანქციების გამკაცრებაზე, თეირანის ბირთვული პროგრამის გამო. სირიის მთავრობის წევრები, პრეზიდენტ ალ-ასადის გარდა მის ცხრა ახლო მოკავშირე გახდა ამ სანქციების სამიზნე. მათ საბანკო ანგარიშებს გაუყინავენ და მოგზაურობის საშუალებას შეუზღუდავენ. მინისტრები შეთანხმდნენ აგრეთვე, რომ ევროკავშირის უკვე არსებული სანქციები გავრცელდება ირანის ას ახალ ფირმაზე, რადგან თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებაზე წინსვლა ვერ მოხერხდა. ბრიუსელში შეკრებილებმა იმსჯელეს ლიბიაში კონფლიქტის გარშემოც.
XS
SM
MD
LG