Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს ყარაჩის სამხედრო ბაზაზე


პაკისტანის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს სამხედრო ბაზაზე საპორტო ქალაქ ყარაჩიში, თალიბებთან 16-საათიანი ბრძოლის შემდეგ. როგორც იუწყებიან, ჯარისკაცები წმენდენ ობიექტს, რომლის ასაღებად ბრძოლაშიც, სულ ცოტა, 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრ რეჰმან მალიკის განცხადებით, ოთხიდან ექვსამდე მეამბოხე, შეიარაღებული ხელყუმბარებით, ჭურვებითა და ავტომატური იარაღით, წუხელ შეიჭრა მეჰრანის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე. მოკლეს ორი მეამბოხე, ერთმა კი თავი აიფეთქა. ვარაუდობენ, რომ ორმა შეძლო გაქცევა. თალიბანმა განაცხადა, რომ მან განახორციელა მეჰრანის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა ოსამა ბინ ლადენის მოკვლისთვის შურის საძიებლად. ბინ ლადენი 2 მაისს მოკლეს, პაკისტანში აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად.
XS
SM
MD
LG