Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ლიბიის ბოლო დაბომბვას უკანონოს უწოდებს


რუსეთმა გაეროს რეზოლუციის უხეში დარღვევა უწოდა ნატოს უკანასკნელ საავიაციო იერიშიებს ტრიპოლიში მდებარე სამთავრობო შენობებზე. მოსკოვის თქმით, იერიშებმა შესაძლოა ძალდობის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს. „ნატოს უკანასკნელი ქმედებები არაფრით არ გვაახლოვებენ იმ მთავარ მიზანთან, რაც შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტას ითვალისწინებს“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ნატოს ავიაციამ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაშ ყველაზე ძლიერი შეტევები განახორციელა ტრიპოლიში განლაგებულ სამთავრობო შენობებსა და მუამარ კადაფის რეზიდენციაზე.
XS
SM
MD
LG