Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზია მიუმხრობელთა მოძრაობის კონფერენციას მასპინძლობს


მიუმხრობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, სადაც მოძრაობის გარდაქმნაზე იმსჯელებენ. მიუმხრობელი ქვეყნების გაერთიანება წელს დაარსების 50 წელს აღნიშნავს. 118 ქვეყნისაგან შემდგარი გაერთიანება 1961 წელს გაგანია „ცივი ომის“ დაარსდა, როგორც სოლიდარობის მოძრაობა განვითარებადი ქვეყნებისა, რომლებიც არც საბჭოთა კავშირს ემხრობოდნენ და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბალიზე გამართულ კონფერენციაზე გაერთიანებაში ახალ წევრებს, აზერბაიჯანსა და ფიჯის მიიღებენ.
XS
SM
MD
LG