Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ატომური სააგენტოს დასკვნას აკრიტიკებს


ირანის ბირთვული ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელმა, ფერეიდუნ აბასიმ გააკრიტიკა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში. ანგირიშში წერია, რომ ბოლო მონაცემებით, ირანის ბირთვულ პროგრამას შეიძლება სამხედრო მიმართულება ჰქონდეს. აბასიმ თქვა, რომ სააგენტოს მონაცემები "შეთითხნილია". ანგარიშში წაიკითხავთ, რომ ირანი ზრდის ნაკლებად გამდიდრებული ურანის მარაგს, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მიუხედავად, შეაჩეროს ბირთვული პროგრამა.
XS
SM
MD
LG