Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საქმე აღიძრა ორი ადამიანის დაღუპვის გამო


თბილისში ორი ადამიანის დაღუპვის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშლიდან რამდენიმე საათში შსს-მ განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანზე დაიღუპა პოლიციის ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი, რომელსაც ნინო ბურჯანაძის კორტეჟი დაეჯახა. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის თქმით, თავისუფლების მოედანზე გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი, ყოფილი პოლიციელი ნოდარ ცხადაძე. უტიაშვილის განცხადებით, ”გარდაცვალების ადგილის ანალიზი და დაზიანების ხასიათი ქმნის იმის ვარაუდოს საფუძველს, რომ ცხადაძე იმავე კორტეჟის მსხვერპლია.” შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით ამავე ინციდენტისას დაშავდა ოთხი პოლიციელი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. სამინისტროს ცნობითვე, ესკორტის ორ ავტომანქანას მართავდნენ ნინო ბურჯანაძის თანაშემწე ივანე ჩიღვინაძე და ბურჯანაძის პარტიის წევრი ზაქარია ზურაშვილი, რომლებმაც დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. თავად ნინო ბურჯანაძემ ორი ადამიანის გარდაცვალებასთან მისი ავტომანქანების კავშირი უარყო და განაცხადა, რომ მზად არის ექსპერტიზისთვის.
XS
SM
MD
LG