Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს რატკო მლადიჩი


დღეს სერბიამ განაცხადა, რომ დააკავა ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, დიდი ხნის ძებნილი რატკო მლადიჩი. მლადიჩის დაკავების ამბავი ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა: „სერბიის რესპუბლიკის სახელით ვაცხადებ, რომ რატკო მლადიჩი დავაკავეთ. ექსტრადიციის პროცესი დაწყებულია. ეს ამბავი სერბიის მხრიდან ჰააგის ტრიბუნალთან სრულმასშტაბიანი თანამშრობლობის შედეგია“. გაეროს ომის დანაშაულთა ტრიბუნალის პროკურორმა სერჟ ბრამერცმა განაცხადა, რომ მლადიჩის დაპატიმრებით ბელგრადმა შეასრულა თავისი ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო ვალდებულება. ახლა სერბიაში სასამარლომ უნდა გადაწყვიტიოს, გადასცემენ თუ არა მას ჰააგის საერთშორისო ტრიბუნალს. თუკი გადაწყვეტილება დადებითი იქნა, მლადიჩს აქვს უფლება გაასაჩივროს ექსტრადიცია. პროცესმა შეიძლება ერთ კვირა გასტანოს. მლადიჩი, რომელიც ბოსნიელ სერბთა ჯარების სარდალი იყო, ძებნილია 1995 წლის შემდეგ. მისი დაპატიმრება სერბიისთვის მთავარი პირობა იყო ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
XS
SM
MD
LG