Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უერთდება კადაფის გადადგომის მოთხოვნას


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი უნდა წავიდეს. საფრანგეთში, დიდი რვიანის სამიტზე გამოსვლისას მედვედევმა განაცხადა, „რაც უფრო მალე დასრულდება სამხედრო ოპერაცია, მით უკეთესი იქნება ყველასთვის, ვინც ლიბიაში ცხოვრობსო“ - ანუ მიანიშნა, რომ თუ კადაფი გადადგომას გადაწყვეტს, ამით დაპირისპირება დასრულდება. მედვედევმა დასძინა, რომ აფრიკის საკითხებში რუსეთის საგანგებო წარმომადგენელს, მიხეილ მარგელოვს, დაუყოვნებლივ აგზავნის ბენღაზიში, ლიბიის მეამბოხეებთან შესახვედრად. ლიბიის შესახებ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც ისაუბრა - განაცხადა, აშშ და საფრანგეთი ერთიანი შემართებით ცდილობენ ლიბიის „საქმის დამთავრებასო“.
XS
SM
MD
LG