Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა სერგეი ბაგაფში


მოსკოვში გარდაიცვალა სერგეი ბაგაფში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი. 21 მაისს მოსკოვის კლინიკურ საავადმყოფოში სერგეი ბაგაფშს ფილტვის ემფიზემის ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაგაფშის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. თუმცა 23 მაისს სიტუაცია გართულდა; 29 მაისის გამთენიისას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი გარდაიცვალა. კლინიკაში ყოფნის პერიოდში მის მოვალეობას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ასრულებდა. სერგეი ბაგაფში დაიბადა 1949 წლის 4 მარტს სოხუმში. სერგეი ბაგაფში პირველად 2005 წელს გახდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი. 2009 წელს მან მეორედ გაიმარჯვა დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG