Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბი ექტრემისტები მლადიჩის გადაცემას ეწინააღმდეგებიან


სერბეთის ხელისუფლების ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაძლიერდა ქვეყანაში, რათა გაუმკლავდნენ მოსალოდნელ საპროტესტო გამოსვლებს, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან რატკო მლადიჩის ჰააგის სასამართლოსათვის გადაცემას. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ივიცა დაჩიჩის თქმით, აქციებში მონაწილების მიღებას გეგმავენ სერბი ექსტრემისტებიც. გენერალი რატკო მლადიჩი ეჭვმიტანილია სრებრენიცაში მოწყობილი ბოსნიელი მუსლიმანების მასობრივი მკვლელობის ორგანიზებაში. იგი 26 მაისს დააპატიმრეს, 16-წლიანი მიმალვის შემდეგ. მლადიჩი სერბეთის საპყრობილეში იმყოფება და ელოდება გადაყვანას ჰოლანდიაში, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰააგის სასამართლო მდებარეობს. მლადიჩს ბრალს წაუყენებენ გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებში.
XS
SM
MD
LG