Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პოლიციის მაღალჩინოსანი მოკლეს


თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებულ ტერაქტზე, რომლის დროსაც პოლიციის მაღალჩინოსანი, ორი გერმანელი და ორი ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აფეთქება შაბათს, ტახარის პროვინციის დედაქალაქ ტალოქანის ადგილობრივი მთავრობის შენობაში მოხდა, სადაც სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა. თვითმკვლელმა მოიერიშემ შეძლო შეუმჩნევლად შეღწევა დაცულ ობიექტზე და თავი აიფეთქა. დაიღუპა ჩრდილოეთ ავღანეთის პოლიციის უფროსი გენერალი დაუდ დაუდი და ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ავღანელი მუჯაჰედების ყოფილი მეთაურის აჰმად შაჰ მასუდის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი. აფეთქებას გადაურჩა ნატოს ჩრდილოეთ ავღანეთის დაჯგუფების მეთაური, გერმანელი გენერალი მარკუს კნიპი, რომელმაც მსუბუქი ჭრილობები მიიღო.
XS
SM
MD
LG