საქართველოს პროკურატურამ ბადრი ბიწაძე ბრალდებულად ცნო წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, განმარტა, რომ ბადრი ბიწაძის ბრალდებულად ცნობის საფუძველია ”სახალხო კრებასთან შექმნილი ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის ამჟამად დაკავებული ხელმძღვანელის გია უჩავას და 5 მოწმის ჩვენებები, ვიდეო, აუდიო და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.” ამასთან, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, ბიწაძის მიმართ გამოიყენოს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, კერძოდ, გირაო.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1