გავრცელებული ცნობებით, იემენის სამხრეთში მდებარე ქალაქზე - რომელსაც, როგორც იუწყებიან, ისლამისტი ექსტრემისტები დაეპატრონენ - საჰაერო შეტევა განხორციელდა. საუბარია ქალაქ ზინჯიბარზე, რომელშიც, გავრცელებული ცნობებით, პარასკევს ასობით ისლამისტი ექსტრემისტი შევიდა და სადაც შაბათ-კვირის მანძილზე შეტაკებები იყო. ამ მოვლენების ფონია ქვეყანაში ოთხი თვის მანძილზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოსვლები, პრეზდიენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით. სალეჰი უკვე 30 წელია ხელისუფლებაშია. დღეს დილაადრიან 20 დემონსტრანტი დაიღუპა, როცა უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ ტაიზში მათ ბანაკზე მიიტანეს იერიში. ტაიზი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ერთგვარ ეპიცენტრად არის ქცეული.
ყველაზე პოპულარული
1