Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკი ვადამდელ პირობით გათავისუფლებას ითხოვს


რუსეთში ყოფილი ნავთობმაგნატის და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ ხოდორკოვსკის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი სასამართლოში შეიტანს თხოვნას ვადამდელი პირობითი გათავისუფლების შესახებ. გასულ კვირაში მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ თითქმის უცვლელად დატოვა ძალაში მისი მეორე განაჩენი, რომელიც 2016 წლამდე ითვალისწინებს ხოდორკოვსკის პატიმრობაში ყოფნას. მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს ვადამდელი გათავისუფლება, რადგან 13-წლიანი განაჩენის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. ადვოკატს არ დაუკონკრეტებია როდის შეიტანენ თხოვნას. ნავთობმაგნატს, რომელიც 2003 წელს დააპატიმრეს, 2005 წელს თაღლითობისთვის 8 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. მეორე განაჩენი, ნავთობის ქურდობის ბრალდებით, მას 2010 წელს გამოუტანეს და 13 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. მაგრამ მოსამართლის ბრძანებით, ხოდორკოვსკის ორი სასჯელი გაუერთიანდა.
XS
SM
MD
LG