ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისთვის უცნობია კუჭნაწლავის იმ მწვავე ინფექციის გამომწვევი ბაქტერია, რომელიც ევროპაშია მოდებული. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გრეგორი ჰარტლმა დღეს განაცხადა, „აქამდე არასოდეს გვქონია ამ ბაქტერიით გამოწვეული დაავადების გავრცელების შემთხვევაო“. ევროპაში საკვების უსაფრთხოების უწყებები კვლავ ცდილობენ დაადგინონ იმ ბაქტერიული დაავადების წყარო, რომელსაც 18 ადამიანი შეეწირა და 1,500 დაავადდა. პარალელურად, ევროპის კომისიამ გააკრიტიკა და „გადაჭარბებული“ უწოდა რუსეთის გადაწყვეტილებას, ბაქტერიის შიშთან დაკავშირებით შეწყვიტოს უმი ბოსტნეულის იმპორტი ევროკავშირიდან.
ყველაზე პოპულარული
1