Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა უტიაშვილი: პოლიციის ქმედებებს ადამიანის სიკვდილი არ მოჰყოლია


შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ 26 მაისის ღამის ოპერაციამ სტანდარტების შესაბამისად ჩაიარა.მისი თქმით საავადმყოფოში ცოტა ადამიანი აღმოჩნდა და არც ერთი ადამიანის სიკვდილი პირდაპირ ან ირიბად არ ყოფილა პოლიციის ქმედების შედეგი, ამის შესახებ შოთა უტიაშვილმა განაცხადა პირველი არხის გადაცემაში ”დიალოგი დავით პაიჭაძესთან”. შოთა უტიაშვილმა თქვა, რომ ოპერაციის ხარისხით და სამართლადმაცველების პროფესიონალიზმით სამინისტრო კმაყოფილია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა შეცდომებს.
XS
SM
MD
LG