როგორც იტყობინებიან, პაკისტანის პროვინცია ვაზირისტანში პარასკევს ამერიკის უპილოტო საფრენი აპარტიდან განხორციელებული იერიშის შედეგად მოკლულია პაკისტანელ ტერორისტთა ერთ-ერთი ლიდერი ილიას ქაშმირი. პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენელმა დაადასტურა ეს ცნობა. შეერთებულ შტატებს ჯერეჯერობით არ გაუკეთებია ამ ინფორმაციაზე კომენტარი. ილიას ქაშმირი ხელმძღვანელობდა დაჯგუფება „ჰარკატულ ჯიჰად ალ-ისლამს“, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული „ალ-ყაიდასთან“. ქაშმირი ითვლება რამდენიმე მსხვილი ტერაქტის ორგანიზატორად ავღანეთში, ინდოეთსა და პაკისტანში. მისი სახელი რამდენჯერმე იქნა ნახსენები ოსამა ბინ ლადენის შესაძლო მემკვიდრის სახით.
ყველაზე პოპულარული
1