Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტუგალის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა


პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მემარჯვენე-ცენტრისტულ სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას 39 პროცენტი ერგო, ხოლო მმართველ სოციალისტურ პარტიას, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალაა - 28 პროცენტი. ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ეკონომიკური დაღმასვლის პერიოდში, სოციალისტები ხელმძღვანელობდნენ უმცირესობის მთავრობას პორტუგალიაში. კვირის არჩევნების შედეგად, სოციალ-დემოკრატები შეძლებენ კოალიციური მთავრობის შექმნას უფრო მომცრო, კონსერვატიულ პარტიასთან ერთად. ახალი მთავრობის ამოცანა იქნება საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგი ზომების განხორციელება, რაც უკავშირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის მიერ დაპირებული დახმარების პაკეტის - 78 მილიარდამდე ევროს მიღებას, ფინანსური პრობლემებისათვის თავის გასართმევად.
XS
SM
MD
LG